წესები

გადახდის შემდეგ, GOAT ქარდი (1 თვე ან 1 წელი) მომხმარებელს ენიჭება ვირტუალური ბარათი - პერსონალური ნომრითა და QR კოდით, რომელიც აღიარებულია GOAT ეკოსისტემის პარტნიორ ობიექტებში.


2. QR კოდის მიღება

  • QR-კოდი ფორმირდება და აქტიურდება 30 წუთის განმავლობაში გადახდის დადასტურებიდან.

  • კოდი ხელმისაწვდომია მომხმარებლის პირად ანგარიშში (ლოკალურ პროფილში).

  • QR-ს აქვს დაცვის მექანიზმი, რაც იცავს მის კოპირებასა და არასწორ გამოყენებას.


3. GOAT ქარდის-ის გამოყენება

  • ფასდაკლების მისაღებად მომხმარებელმა უნდა წარადგინოს QR კოდი პარტნიორი ობიექტის წარმომადგენელს.

  • პარტნიორს უფლება აქვს მოითხოვოს იდენტიფიკაცია (მაგ. სახელი ან ნომერი ბარათზე) ბარათის მფლობელის დასადასტურებლად.

  • QR კოდი ან ბარათი მოქმედებს მხოლოდ მითითებულ ვადამდე (1 თვე ან 1 წელი).


4. კატეგორიული აკრძალვები

  • ბარათის ან QR კოდის გაცემა, გაზიარება ან გადაცემა მესამე პირებზე მკაცრად აკრძალულია.

  • დარღვევის შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას დაბლოკოს და გააუქმოს ბარათი წინასწარი გაფრთხილების გარეშე.


5. ფასდაკლების გამოყენების წესები

  • ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ იმ პარტნიორ ობიექტებში, რომლებიც მითითებულია საიტზე ან აპლიკაციაში შესაბამის პერიოდში.

  • ფასდაკლება არ ჯამდება სხვა აქციებთან, თუ ეს ცალკე არ არის მითითებული პარტნიორის პირობებში.


6. დაბრუნება და გაუქმება

  • ბარათის შეძენის შემდეგ თანხის დაბრუნება არ ხორციელდება (ვირტუალური სერვისი).

  • ბარათის გაუქმება ან პაუზა შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში
    ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით.


7. პერსონალური მონაცემების დაცვა

GOAT Space იცავს მომხმარებლის პირად მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
QR კოდი და ბარათის ინფორმაცია ინახება უსაფრთხოდ და არ გადაეცემა მესამე მხარეებს.


8. კომპანიის უფლებები

კომპანიას უფლება აქვს:

  • განაახლოს ან შეცვალოს პირობები მომხმარებლის წინასწარი ინფორმირებით;

  • შეცვალოს პარტნიორი ობიექტების სია;

  • დროებით შეაჩეროს ბარათის მოქმედება ტექნიკური მიზეზების ან დარღვევის შემთხვევაში.